ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩი უკვე შეხვდა ლისაბონელთა პრეზიდენტ ლუის ფელიპე ვიეირას და მათი საუბრის თემა ორი ფეხბურთელი იყო – ჟოაო ფელიქსი (17 წლის შემტევი) და მცველი რუბენ დიასი.
განსაკუთრებით აქტუალური ამ უკანასკნელის საკითხია. 21 წლის ფეხბურთელის გადაბირება ტურინულ მხარეს ზაფხულში სურს და „არიწვებს“ მის სანცვლოდ მაკო პიაცას სთავაზობენ.
პიაცა ამჟამად ფლორენციის „ფიორენტინაში“ იჯარით თამაშობს, თუმცა წარუმატებლად. რაც შეეხება რუბენ დიასს, ცენტრალური მცველია და „ბებერი სინიორა“ ამ გოლის გაახალგაზრდავება აპირებს. დიასს პორტუგალიის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.