ტურინის „იუვენტუსი“ და მარიო მანჯუკიჩი ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი კონტრაქტს გაახანგრძლივებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და მარიო ხელშეკრულებას 2021 წლამდე გააფორმებს.
მომქედი კონტრაქტი ხორვატს 2020 წლამდე აკავშირებს და სეზონში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვეში“ 2015 წელს „ატლეტიკოდან“ 21 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ხორვატმა შემტევმა 155 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი მიითვალა.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი