სოციალურ ქსელში ტურინის „იუვენტუსის“ მაისურების ახალი ვერსიები გაჩნდა, რომლითაც გუნდი მომდევნო სეზონში ითამაშებს.
საინტერესოა, რომ შესაძლოა მომავალ სეზონში „იუვემ“ ტრადიციულ შავ-თეთრ ზოლებზე უარი თქვას და ვარდისფერი მაისური (შავ ფერში) ითამაშოს. გარდა ამისა არსებობს ვარიანტი შავ-თეთრი ფერის, თუმცა არა ზოლებით, არამედ უბრალოდ შავი და თეთრი ფერი, რომლებიც ერთმანეთისგან ვარდისფერი ზოლით იქნება გამოყოფილი.
ვნახოთ გამართლდება თუ არა ვარაუდი. „იუვემ“ წესით 2019-2020 წლების სეზონის მაისურების პრეზენტაცია მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში უნდა მოახდინოს.