დუგლას კოშტას მოედანზე დაბრუნების თარიღი ისევ უცნობია. ბრაზილიელი ფეხბურთელი ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და უკვე ცნობილია, რომ „ნაპოლისთან“ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
დუგლასი „პარმასთან“ მატჩში დაშავდა და თავდაპირველი დასკვნებით დაზიანება სერიოზული არ უნდა ყოფილიყო, თუმცა თითქმის ერთი თვე გავიდა და ისევ ლაზარეთში რჩება.
საერთოდ კი, კოშტას მეტად წარუმატებელი სეზონი აქვს. 24 მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა, ფიზიკურ პრობლემებს კი, რომელიც სეზონის დასაწყისიდან იღებს სათავეს, დასასრული არ უჩანს.