ტურინის „იუვენტუსმა“ ორდღიანი პაუზის შემდეგ საწვრთნელი პროცესი განაახლა. „ბებერი სინიორას“ რიგებში განცალკევებით ივარჯიშეს დუგლას კოშტამ და კრიშტიანუ რონალდუმ.
როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელს მარცხენა ტერფის დაზიანება აღენიშნება და „ნაპოლისთან“ თამაში საეჭვოა. ტრავმის ხარისხსს ხვალ დაგეგმილი სამედიცინო გამოკვლევა დეტალურად დაადგენს.
რონალდუმ ტრავმა “ბოლონიასთან” მატჩში მიიღო და სავარაუდოდ, საგანგაშო არაა. თუმცა, ნეაპოლში გუნდს ვერ დაეხმარება.