გასულ კვირას ნეაპოლში სერია ა-ს 21-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ნაპოლი და ტურინის იუვენტუსი დაუპირისპირდნენ.
მატჩი ნეაპოლელების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. კრიშტიანუმ გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სხვათაშორის უკვე ზედიზედ რვა მატჩია პორტუგალიელი მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს. რონალდუ არ ცნობს დამარცხებას. ფეხბურთელი გააფთრებული იყო ნაპოლისთან მატჩის წაგების შემდეგ.
იტალიური გამოცემა კალჩომერკატოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რონალდო ემოციურად რეაგირებდა იუვეს განცდილ მარცხზე. გასახდელში, კრიშტიანო დაუფარავად გამოხატავდა უკმაყოფილებას პარტნიორების მიმართ.
შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი, ნაპოლისთან დამარცხების შემდეგაც კვლავ აგრძელებს სერია A-ს ცხრილში პირველობას. ტურინელები უახლოეს მდევარს ინტერს სამი ქულით უსწრებენ.