ლეგენდარულმა მარჩელო ლიპიმ „იუვენტუსის“ თამაში „ნაპოლისთან“ შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდს მენტალური პრობლემა ჰქონდა. გარდა ამისა, თავისი მომავლის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„გუშინ არ ყოფილა თამაშის მიმართ სწორი გონებრივი მიდგომა. შესაძლოა იმიტომ, რომ „ინტერმა“ და „ლაციომ“ ვერ მოიგეს. მეორეს მხრივ „ნაპოლი“ ძალიან კონცენტრირებული იყო და შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა გონებრივი მიდგომა იყო.
„იუვემ“ ამ დროისთვის შესაძლებლობების მხოლოდ 60-70% გვაჩვენა, მიუხედავად ამისა, ჩემპიონატში მხოლოდ ორი თამაში წააგო და ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის თასზე შემდეგ ეტაპზე გავიდა. ეს არის გუნდი, რომელიც მოუმატებს. თუ ყველა მისი ეფექტის გამოყენებას მოახერხებს, რაც გააჩნია, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეეძლება.
ჩემი მომავალი? ნამდვილად არ ვფიქრობ კლუბში მუშაობაზე, თუნდაც 2-3 შემოთავაზება მქონდეს. შესაძლოა რამდენიმე თვეში რომელიმე ნაკრები ჩავიბარო, თუმცა არა ისე შორს, როგორც ჩინეთია. ვნახოთ, რამდენიმე თვეში თუ მექნება მუშაობის და მოედანზე გართობის სურვილი“, – განაცხადა ლიპიმ.