„მილანი“ ფედერიკო ბერნარდესკის გადაბირებას ცდილობს და სანაცვლოდ „იუვენტუსს“ ლუკას პაკეტას სთავაზობს. იტალიური მედიის ცნობით, გარიგება საკმაოდ რთული იქნება და დროც ძალიან ცოტაა – ოთხი დღე.
თუმცა, გამორიცხული არაფერია. „როსონერის“ პაკეტას გაშვება ყველანაირ ფასად სურს, რადგან ბრაზილიელი ლომბარდიაში თავს კომფორტულად არ გრძნობს. ბერნარდესკითან გაცვლა კი, შავ-წითლებისთვის იდეალური გამოსავალი იქნება.
თუმცა, „იუვენტუსი“ ფედერიკოს შესახებ „ბარსელონას“ ვერ მოურიგდა და როგორც ჩანს, აქტიურად არც განიხილება მისი გუნდიდან გაშვების პერსპექტივა.
მაგალითად, გუშინ ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ ინტერესი ბუნებრივია, მაგრამ გუნდი ბერნარდესკისთან განშორებას არ აპირებს.