ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა სპრტული და არამარტო სპორტული სამყარო მოიარა. ამერიკელ კალათბურთელის უბედურ შემთხვევას ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებიც გამოეხმაურნენ.
„ლეგენდა“ – ჯანლუიჯი ბუფონი.
„სამწუხაროა, რომ გავიგეთ ასეთი გულგასატეხი ამბავი კობისა და მისი ქალიშვილის, ჯანას გარდაცვალების შესახებ. კობი ნამდვილი ლეგენდა და უამრავი ადამიანის ინსპირაცია იყო. სამძიმარს ვუგზავნი მის ოჯახს და მეგობრებს, ასევე, ყველა იმ ოჯახს, რომლებმაც ავარიის შედეგად სიცოცხლე დაკარგეს“ – კრიშტიანუ რონალდუ.
„მშვიდად განისვენე მამბა შენს პატარა ანგელოზთან ერთად. სპორტსმენი, რომელსაც შეეძლო სპორტის ისტორიის დაწერა ძალიან ცოტას მსგავსად“ – ლეონარდო ბონუჩი.
„სპორტი გლოვობს ხატური ლეგენდის გარდაცვალებას. კობი ყველასთვის ინსპირაცია იყო. ვუსამძიმრებ მისი და ყველა გარდაცვლილის ოჯახს“ – პაულო დიბალა.
„მშვიდად განისვენე მამბა“ – დუგლას კოშტა.
„ლეგენდა წავიდა. ტრაგედია, რომელიც ჯერ კიდევ არ მჯერა. გმირები მიდიან და მოდიან, მაგრამ ლეგენდები მუდამ რჩებიან“ – ფედერიკო ბერნარდესკი.
„თუ საკუთარი თავის არ გჯერათ, ვინ დაგიჯერებთ?“ რაც არ უნდა გააკეთოთ ცხოვრებაში, ეს წინადადება სკოლაში ბავშვებს უნდა ასწავლონ. ჩემი ფიქრები ბრაიანტის ოჯახისკენაა მიმართული“ – მირალემ პიანიჩი.
„აბსოლუტურად გულისშემძვრელი ინფორმაცია. ვუსამძიმრებ ოჯახს. მშვიდად განისვენეთ“ – ადრიენ რაბიო.
„გულგატეხილი ვარ ასეთი სამწუხარო ამბის გაგებით, რომელიც სპორტული ხატისა და მისი ქალიშვილის ჯანას დაკარგვას ეხება. ჩემი აზრები და ლოცვები გადის მათ ოჯახზე და იმ ოჯახებზე, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს ამ უბედური შემთხვევის დროს. მშვიდად განისვენე“ – აარონ რემზი.