„იუვენტუსი“ ნეაპოლში დამარცხდა და „ინტერთან“ უპირატესობის გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვა, რომელმაც შინ მოულოდნელად „კალიარის“ ვერ მოუგია.
ეს იყო იმედგაცრუების ტესტი, რომელიც მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა ჩააბარა – მატიას დე ლიხტმა.
20 წლის ჰოლანდიელის პროგრესი ბოლო ხანს თვალში საცემია და როგორც ჩანს, მხრის ტკივილიც აღარ აწუხებს. ის დამადასტურებელი პერსპექტივაა და მზადაა საბოლოო ნახტომისითვის.
კრიტიკის და რამდენიმე ჩაგდებული თამაშის შემდეგ ყოფილმა „აიაქსელი“ აშკარად გაიზარდა და ყველა თვალსაზრისით უფრო გარკვეული გახდა ახალ სამყაროში. მერიჰ დემირალის მძიმე ტრავმის შემდეგ კლუბმა ახალი მცველის შეძენა არ გადაწყვიტა, ნდობა პირველ რიგში მატიას დე ლიხტს გამოუცხადა და სატრანსფერო ბაზრიდან დანიელე რუგანიც ჩამოხსნა. ასე, რომ კლუბს შეუძლია ასე გაგრძელება.
გავითვალისწინოთ, რომ მარტიდან ჯორჯო კიელინიც დაბრუნდება, ზოლიანებისთვის ძალიან ფასეული მოთამაშე.
დე ლიხტი კი, „ნაპოლისთან“ სოლიდური იყო ერთი-ერთზე თამაშში, დასწრებაზე, მეორე სართულზე. მან მთელი თამაში შეინარჩუნა კონცენტრაცია და რეაქტიულობა. ცხადია, ეს მისი მაქსიმუმი არაა და მომატება კიდევ შეუძლია. ბოლო მატჩები სწორედ ამის მანიშნებელია.