ტურინის „იუვენტუსი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ ემრე ჯანის ტრანსფერზე მუშაობენ. Bild-ის ინფორმაციით, მხარეები შესაძლო გარიგების ფორმულაზე საუბრობენ და ტურინელები მზად არიან ფეხბურთელი იჯარით დათმონ.
საუბარია მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებაზე და ზაფხულში გამოსყიდვის უფლებაზე 30 მილიონ ევროდ.
შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და ამიტომ, კლუბის დატოვება უნდა. მისი გაშვების წინააღმდეგი კი, არც მაურიციო სარია, რომელსაც გერმანელი მაინცდამაინც თვალში არ მოსდის.