ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლისთან“ 1:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 5.5 – არ იყო დამაჯერებელი ინსინიეს დარტყმის დროს და ზიელინსკის კარი გოლისთვის დაუტოვა.
კუადრადო 5 – შჩესნის მოგერიების შემდეგ ზიელინკის ხელი ვერ შეუშალა და მოძრაობის გარეშე დარჩა.
დე ლიხტი 6 – ჰოლანდიელის კარგი შესრულება, მილიკი თამაშიდან გამოთიშა, მეორე გოლის ეპიზოდში არ გაუმართლა.
ბონუჩი 6 – ამ შემთხვევაში პოზიტიური იყო, დაცვის ცენტრის მარცხენა მხრიდან საშიში არაფერი ყოფილა.
ალექს სანდრო 5.5 – წლიდან წლამდე კალეხონი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა.
ბენტანკური 5.5 – ამჯერად მასაც პრობლემები ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე პასი გააკეთა.
პიანიჩი 6 – მისი მნიშვნელობა ჩნდება, როდესაც მოედანი დატოვა. ახლა „იუვე“ იმედოვნებს, რომ სერიოზული ტრავმა არ გამოდგება.
რაბიო 6 – აგრძელებს მატუიდიზე უკეთ თამაშს.
მატუიდი 5 – როდესაც ბურთი აქვს პრობლემები ექმნება და ამჯერად მისი ამგვარი შეცდომები ძვირად დაფასდა. „ნაპოლის“ ერთი გოლი სწორედ მისი სრულიად არასწორმა პასმა განაპირობა.
დუგლას კოშტა 6 – ვერ შეძლო „იუვეს“ თამაშის სიჩქარე.
დიბალა 5.5 – ძალიან ინერტული იყო.
ბერნარდესკი 5.5 – ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისევ გრძნობდეს გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელად. მაგრამ ნერვიულობდა და გაფრთხილებაც მიიღო.
იგუაინი 5 – ბევრი ყოფილი კბენის შემდეგ, „პიპიტამ“ ნეაპოლში ვეღარ გაიტანა.
რონალდუ 6.5 – ბოლოს გუნდის გამოღვიძება სცადა და სერია გააგრძელა.