მთავარი / სიახლეები / პარატიჩიმ სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა

პარატიჩიმ სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ სატრანსფერო ამბებზე ისაუბრა. მან კომენტარი მატია დე შილიოს, ემრე ჯანისა და ფედერიკო ბერნარდესკის შესახებ გააკეთა.

„სატრანსფერო ბაზარზე შესაძლებლობები წარმოიქმნება. საუბარია განსაკუთრებით გარკვეული დონის კლუბებს შორის. დე შილიო – კურზავას გაცვლის ჰიპოთეზა არსებობს. უახლოეს დღეებში შესაძლოა ეს მოხდეს. რაც შეეხება ემრე ჯანს, ის „იუვენტუსის“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ამიტომ ბედნიერები ვიქნებით თუ დარჩება. მისით უამრავი გუნდია დაინტერესებული, რადგან ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნახევარმცველია. ამიტომ, ნორმალურია, რომ ბევრი მსურველი ჰყავს. ვნახოთ რა მოხდება შემდეგ დღეებში. თუ წავა, მისი შემცვლელი არ მოვა.

ბერნარდესკი? „იუვენტუსს“ მაღალი დონის შემადგენლობა ჰყავს, ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენი ფეხბურთელები სხვა კლუბებს აინტერესებთ. მაგრამ, ამ შემთხვევაში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს არც „ბარსელონასთან“ და არც „მილანთან“. შესაბამისად, ჩვენ წინ მივდივართ არსებული შემადგენლობით“, – თქვა პარატიჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …