ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს ეგონა, რომ 3 ქულას სეირნობით მოიპოვებდა.
„ჩვენ ვიყავით პასიურები, მაღალ რიტმში გვეთამაშებოდნენ და ყველაფერიგართულდა. რგოლებს შორის დიდი დაშორებები გვქონდა და მენტალურადაც ძალიან რბილად მივუდექით თამაშს. ვფიქრობდით, რომ გამარჯვებას სეირნობით მოვახერხებდით. თავდაცვით ფაზაში მოძრაობები დაგვიანებული იყო, თითქოს ჩვენი თამაში შენელდა. ვერ ვისარგებლეთ „ლაციოს“ და „ინტერის“ ქულების დაკარგვით? იმედია ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მენტალიტეტი ღარბია.
შემტევი სამეული? არჩევანი განპირობებული იყო იმით, რომ ისინი ერთად ყოველთვის კარგად თამაშობდნენ. არამგონია ინდივიდების პასუხისმგებლობა იყოს ამ წაგებაში, ხარვეზები კოლექტიური გახლდათ.
ჩემთვის „ნაპოლი“ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ჩემს ცხოვრებაში და აქ დაბრუნება ყოველთვის ემოციურია.
კიელინის შეუძლია პრობლემების მოგვარება გონებრივი თვალსაზრისით. ის აამაღლებს აგრესიის დონეს. „რომასთანაც“ იტალიის თასზე გაშვებული გოლი პასიურობის სიპტომია. ამ კუთხით ცხადია, უნდა გავიზარდოთ. როდესაც მოედანზე სიტუაცია არ მომეწონა, ვცადე დუგლას კოშტათი სისწრაფე შემეტენა.
დიახ, თუ სადმეუნდა დავმარცხებულიყავი, მაშინ აქ უკეთესია. აქაურობის დიდი ვალი მაქვს და ბედნიერი ვიქნები თუ „ნაპოლი“ პრობლემებს თავს დააღწევს. თუმცა, მერჩივნა ეს ერთი კვირის შემდეგ გაეკთებინა.
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ ჩვენ სხივისი შედეგები არ უნდა გვაინტერესებდეს, მხოლოდ საკუთარ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ. თუ ეს ასე არ იქნება, გამოდის, რომ მენტალურად მაღლა არ ვიმყოფებით“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 51 ქულით ლიდერობს და მომდევნო მატჩს „ფიორენტინასთან“ გამართავს.