ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ნაპოლისთან“ (1:2) მარცხის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ამ წაგებას გაკვეთილად გამოიყენებენ.
„ჩვენ გავუშვით გოლები, რომლებშიც აშკარად უკეთესად შეგვეძლო თამაში. ბოლოს ვცადეთ თამაშის გადარჩენა, მაგრამ ძალიან გვიანი იყო. „ნაპოლი“ ინტენსიურად თამაშობს, დაცვაში ძალიან ყურადღებით. ჩვენ ბურთის ფლობის დრო ნელა ვმოქმედებდით და ალბათ ხასიათიც დაგვაკლდა. ჩვენ გვჭირდებოდა ეს, როგორც გაკვეთილი და ვიყურებით წინ. უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ განვითარებისთვის“, – განაცხადა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 51 ქულით ლიდერობს და მომდევნო მატჩს „ფიორენტინასთან“ გამართავს.