მთავარი / სიახლეები / სერია A / პიანიჩის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

პიანიჩის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

მირალემ პიანიჩის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ბოსნიელმა დაზიანება „ნაპოლისთან“ მატჩში მიიღო და მოედანი მეორე ტაიმის დასაწყისში დატოვა.

თუმცა, სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ საშიში არაფერია და გასაკვირი არ იქნება თუ კვირას „ფიორენტინასთან“ მატჩში მოედანზე ვიხილავთ. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ტურინელები რისკზე არ წავიდნენ და ბოსნიელს დასვენების შესაძლებლობა მისცენ.

თუ მირალემი ფლორენციელების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, მას როდრიგო ბენტანკური შეცვლის, ხოლო თავად ურუგვაელის პოზიციაზე ადრიენ რაბიო ან ფედერიკო ბერნარდესკი ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …