ალესანდრო დელ პიერო ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილს გამოეხმაურა.
„შოკში ვარ, ასეა მთელი მსოფლიო და არამხოლოდ სპორტული სამყარო. ჩვენ ერთმანეთი ვნახეთ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ. როდესაც ასეთი კალიბრის ადამიანები გვტოვებენ, ძნელია სიტყვების პოვნა. ყველამ დააფასა მისი ერთგულება სოციალურ საქმეებში. ჩემთვის მისაბაძი იყო, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ ბრაიანტის ვერტმფრენი კალიფორნიაში ჩამოვარდა და მასთან ერთად მისი შვილი ჯანა და კიდევ შვიდი ადამიანი დაიღუპა.