ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი დღეს 42 წლის გახდა. ჯიჯიმ Sky Sport-თან ისაუბრა კობი ბრაიანტის ტრაგედიაზე, სერია A-ზე და საკუთარ მომავალზე.
„როდესაც ასეთი ტრაგედიები ხდება, თავს უფრო მეტად დაუცველად გრძნობ, რადგან ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ ნამდვილ მონსტრს შეუდარებელ სპორტსმენს, როგორიც კობი ბრაიანტი იყო, ასეთი რამ შეიძლებოდა დამართნოდა.
„ნაპოლი“? ეს ცუდი წაგება იყო, უკეთესად უნდა ვიმუშაოთ. ვიცოდით, რომ „ნაპოლი“ ჩვენთან მატჩს დაჭრილი ხვდებოდა. ეს სკუდეტოს ბრძოლაში გადამწყვეტი მატჩი რომ ყოფილიყო, ჩენ გავიმარჯვებდით.
სკუდეტოსთვის ბრძოლა? ამ სეზონში ბრძოლა ბოლომდე იქნება. „ლაციო“ საოცრად თამაშობს, ისინი არ თამაშობენ შუა კვირაში და ეს უპირატესობაა. „ინტერის“ კარი გამოსვლა კი არ მიკვირს, კონტეს კარგად ვიცნობ და ვიცი ბრძოლაში ბოლომდე დარჩებიან. თუმცა, ბედი ჩვენს ხელშია, როდესაც უფრო ძლიერი ხარ, ასეა. საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დავკარგოთ.
მომავალი? თანმიმდევრული ვარ იმის მიხედვით, რასაც ვგრძნობ. მარტი-აპრილი მოვა და თუ ვერტიკალური კოლაფსი იქნება… მოდით დაველოდოთ და ვუყუროთ, თუ კოლაფსი არ იქნება გავაგრძელებ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავჩერდები, პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ბუფონმა.