კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ გუნდთან ერთად ივარჯიშა. თუმცა, ვარჯიშის დაწყებამდე პორტუგალიელმა მაურიციო სარისთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისაუბრა, ფოტოაპარატებისა და კამერების წინაშე.
როგორც ჩანს, ტურინში სიმშვიდემ დაისადგურა და ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში ჩადგა.
ახლა რონალდუ მზადაა, რომ ხვალ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს და ესპანელებს შეუტიოს.