მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა კოკემ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაიმარჯვონ.
„ტურინთან ბოლო მოგონება პოზიტიური არაა, მაგრამ ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ვიცით, რომ ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით და ამიტომ ყველაფერს გავიღებთ, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ. თუმცა, ყველა თამაში განსხვავებულია, მოედანზე გამარჯვების სურვილით უნდა გავიდეთ, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ბოლოს აქ ვითამაშეთ.
„იუვე“ უმაღლესი დონის გუნდია, მხოლოდ კრიშტიანუ არ ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გოლი გაიტანა“, – თქვა კოკემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.