მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელ სპეციალისტს კომპლიმენტები არ დაუშურია და აღნიშნა, რომ დიდი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფეხბურთი დამოკიდებულია იმ სიტუაციებზე, რომელთა შექმნა შესაძლებელია. ხვალ ვეცდებით, რომ მეტოქის საჯარიმოში რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი დრო გავატაროთ. მუშაობის გზა ასეთია: ყველა თამაშს საუკეთესოდ უნდა გავუმკლავდეთ. უნდა ვეცადოთ გავაკეთოთ ის, რაც გვინდა.
სარი ცდილობს თავისი გზავნილები ფეხბურთელებს გადასცეს, მაგრამ ყველაფერი გაზაფხულზე დაითვლება. „იუვენტუსს“ ბევრი საოცარი მოთამაშე ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა პოზიციებზე თამაში. დარწმუნებული ვარ წელს ყველა ტურნირზე ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი „იუვე“ იქნება. კრიშტიანუ? ნომერი პირველია, მაგრამ არმგონია, რომ ეს მასსა და „ატლეტიკოს“ შორის დაპირისპირებაა. ჩვენ აქ ვართ, „იუვენტუსის“ მშვენიერ სახლში, უნდა ვითამაშოთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან ძლიერია“, – თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.