ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა პაოლო მონტერომ მატიას დე ლიხტის, მერიჰ დემირალისა და ფედერიკო ბერნარდესკის შესახებ ისაუბრა.
დე ლიხტი – შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მან დაამტკიცა თავისი ღირებულება და რამდენიმე წელიწადში მსოფლიო ფეხბურთის ფენომენი გახდება. ისეთი გამოცდილი თანაგუნდელის გვერდით თამაში, როგორიც ბონუჩია, ძალიან მნიშვნელოვანია.
დემირალი – მისი თამაში „სასუოლოდან“ მახსოვს, „იუვეშიც“ ერთხელ ვუყურე. დიდი მომავლის ფეხბურთელია, მის წინ ასეთი ძლიერი მცველების ყოფნა კი მხოლოდ დაეხმარება. უბრალოდ მზად უნდა იყოს.
ბერნარდესკი – ბერნარდესკი ძალიან კარგად თამაშობს ფორვარდებს უკან. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც იცის როგორ უნდა მოიქცეს, თუნდაც ბოლო პასის დროს. ვნახეთ მისი გაზრდა ეროვნულ ნაკრებშიც, „იუვენტუსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა.