ტურინის „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ ივარჯიშა. კარგი ამბავია მაურიციო სარის ბანაკიდან, რადგან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს კრიშტიანუ რონალდუმ, მატიას დე ლიხტმა და ფედერიკო ბერნარდესკიმ.
ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა, სამივე ფეხბურთელი ხვალინდელ მატჩში, მაგრამ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა უკვე დადებითი სიგნალია.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტმა და ბერნარდესკიმ დაზიანებები „ატალანტასთან“ მიიღეს, ხოლო რონალდუ ბოლო დროს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.