მთავარი / სიახლეები / რონალდუმ არჩათვლილი გოლის გამო კაპიტნის სამკლავური ძირს დააგდო

რონალდუმ არჩათვლილი გოლის გამო კაპიტნის სამკლავური ძირს დააგდო

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

მატჩის ბოლო წუთზე, მსაჯის მესამე კომპენსირებული დრო იწურებოდა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუს 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს. რონალდუს დარტყმული ბურთი მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა, მაგრამ ეს მას შემდეგ, რაც ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა.

თამაშზე VAR-ი არ იყო, არც გოლ-ლაინ ტექნელოგია და არ ჩაითვალა. რონალდუ აღშფოთდა, მან ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ მოედანი დატოვა. თან კაპიტნის სამკლავური ძირს დააგდო, რის გამოც სოციალურ ქსელში კომენტარის გაკეთება მოუწია:

„პორტუგალიის ნაკრების კაპიტნობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამაყე და პრივილეგიაა. ყოველთვის ვაძლევ და მივცემ ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის, რაც არასდროს შეიცვლება. მაგრამ რთულია რთული მომენტის გამკლავება ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გრძნობ, რომ მთელი ერი ზიანდება. თავი მაღლა ავწიოთ და შემდეგ გამოწვევას შევხვდეთ“, – დაწერა რონალდუმ.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …