ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ მისი რჩეული სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ქარიმ ბენზემა შეიყვანა. იტალიელმა ფრანგის შესახებ ცალკე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „იუვესთან“ ძალიან ახლოს იყო.
„ჩემი სიმბოლური ნაკრები? კარში ბუფონი, დაცვაში დანი ალვეში, სერხიო რამოსი, კიელინი და მალდინი, ნახევარდაცვაში პირლო, პოგბა და ინიესტა, თავდასხმაში კრიშტიანუ რონალდუ, მესი და ბენზემა.
ბენზემა ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსთან“ იმ წელს, როდესაც მწვრთნელი ჩირო ფერარა იყო. იმ პერიოდში ქარიმს „რეალში“ საქმეები კარგად არ ჰქონდა, თუმცა, ტრანსფერი ჩაიშალა და სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. შეხედეთ, კრიშტიანუს წასვლის შემდეგ „რეალში“ გოლებს მხოლოდ ის იტანს“, – თქვა მარკიზიომ.