მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “თავით საუკეთესო გოლი “სამპდორიას” გავუტანე”

რონალდუ: “თავით საუკეთესო გოლი “სამპდორიას” გავუტანე”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან ჯილდოს მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებს, რადგან მათ ჩემი გამარჯვება შესაძლებელი გახადეს და მადლობა ყველა ფეხბურთელს, ვინც ხმა მომცა. თანმიმდევრულობა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, შრომა და ვნება არის ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების საიდუმლოები. ამის შემდეგ მოდის მოტივაცია და დისციპლინა, რომლის გარეშეც არ შეიძლება იფიქრო 34, 35, 36 ან 40 წლამდე თამაშზე.

ეს იყო პოზიტიური წერი და ამვე დროს უცნაური პერიოდი. წელი, რომელიც არავის მოეწონა და როდესაც გუნდმა ჩემპიონობა მოვახერხეთ. დასანანია ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა.

ჩემი საუკეთესო გოლი? „სამპდორიასთან“ გატანილი გოლი იყო საუკეთესო ჩემს კარიერაში, თავით გატანილ გოლებს შორის, ამაში დარწმუნებული ვარ“, – თქვა რონალდუმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …