იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და პორტუგალიელმა ჯილდო ჩაიბარა.
ქალთა ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ასევე „იუვენტუსის“ წევრი, კრისტიანა ჯირელი გახდა.
გარდა ამისა, სიმბოლურ ნაკრებში სამი იუვენტინო მოხვდა – ლეონარდო ბონუჩი, პაულო დიბალა და კრიშტიანუ რონალდუ. მთლიანობაში კი 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ასეთია:
(4-3-3): დონარუმა; ტეო ერნანდესი, დე ვრეი, ბონუჩი, გოსენსი; ბარელა, გომესი,ლუის ალბერტო; დიბალა, იმობილე, რონალდუ.
წლის საუკეთესო მსაჯი დანიელე ორსატო გახდა, მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი და გუნდი – „ატალანტა“.
Quanta Juve ai #GGDC21!@cristianagire e @Cristiano i migliori calciatori della scorsa stagione, nella Top-11 maschile ci sono anche @bonucci_leo19 e @PauDybala_JR ⚫️⚪https://t.co/I0H2WQ92vU pic.twitter.com/w6YeQdcCzp
— JuventusFC (@juventusfc) March 19, 2021
Cristiana & Cristiano
🔝#GGDC21 #ForzaJuve pic.twitter.com/hDTVigrtUt— JuventusFC (@juventusfc) March 19, 2021