ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
„არ შემიძლია ბედნიერი და ამაყი არ ვიყო წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების გამო იტალიაში ჩასვლიდან ზედიზედ მეორეწელს. მადლობა იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციას, „იუვენტუსს“, ჩემი თანაგუნდელებსა და ჩვენს გულშემატკივრებს აღიარებისთვის. თუმცა, ნება მიბოძეთ, დღეს ეს ჯილდო მივუძღვნა ყველას, ვინც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, ვინც ყოველდღე მუშაობას, რომ „იუვენტუსი“ გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბი.
გუნდური დიდებისა და ინდივიდუალური ტრიუმფების მიღმა ყოველთვის დგას პროფესიონალთა უზარმაზარი ჯგუფი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ არაფერი არ დაგვაკლდეს. დღეს მადლობას ვუხდი ამ ნაკლებად თვალსაჩინო, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან სახეებს ჩვენი წარმატებისთვის. ისინი ნამდვილი გმირები არიან.
და ბოლოს, მსურს დავპირდე მთელ შავ-თეთრ სამყაროს, რომ ჩვენ მუშაობას ბოლო დღემდე გავაგრძელებთ, რადგან ჯერ კიდევ შეგვიძლია, ყველამ ერთად ეს სეზონი კარგად დავასრულოთ“, – წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.