ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის წილისყრას დაესწრო, კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელს გასულ სეზონზე, ახალ მიზნებზე და ლიონელ მესიზე ჰკითხეს.
„მესისთან ერთად კარიერის დასრულება? ის ჩემზე ორი წლით უმცროსია, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი ასაკის შესაბამისად ფორმაში ვარ. იმედია, აქ მომავალ წელსაც ვიქნები, ორ-სამ წელშიც. ვისაც არ ვუყვარვარ, ისევ აქ დამინახავენ.
მესითან კარიერის 15-წლიანი ეტაპი გავიზიარე, არ ვიცი ასეთი რამ ოდესმე თუ მომხდარა. ეს ადვილი არაა, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთად არ გვივახშმია, მაგრამ ვიმედოვნებ, მომავალში მოხდება. მაკლია მის წინააღმდეგ მატჩების ჩატარება, ის ყოველთვის იყო სტიმული ჩემთვის, ისევე, როგორც მე მისთვის. ეს იყო კარგი და ფეხბურთის ისტორიის ნაწილი.
შესანიშნავი წელი იყო, განსაკუთრებული. დიდი ცვლილების წელი. სამი ტიტული მოვიგე, სკუდეტო, იტალიის სუპერთასი და ერთა ლიგა. ინდივიდუალურ დონეზეც და გუნდურ დონეზეც ძალიან კარგი იყო. ბედნიერი ვარ. ახლა, ახალი სეზონი იწყება და ახალი რეკორდების დროა“, – განაცხადა რონალდუმ.