მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “დიბალა? სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ყველაფერი შესაძლებელია”

ნედვედი: “დიბალა? სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ყველაფერი შესაძლებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი მონაკოში იმყოფებოდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის წილისყრას დაესწრო.

ჩეხმა შეაფასა „იუვენტუსის“ ჯგუფი და თქვა, რომ რთული მეტოქეები ერგოთ. გარდა ამისა, სატრანსფერო ბაზარზეც გააკეთა კომენტარი:

„წილისყრა? ჩემი აზრით, რთული ჯგუფია. ველოდი, რომ რონალდუ გაიმარჯვებდა, მაგრამ ყველაფერს ვიღებთ. მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, ჩვენ გავაუმჯობესეთ შემადგენლობა, ბევრი რამ შეიცვალა. დარწმუნებული ვარ, მზად ვართ დიდებული სეზონის ჩასატარებლად.

სარი? ამის შესახებ განცხადება გაკეთებულია. პნევმონიისგან გამოჯანმრთელდა, მაგრამ რეაბილიტაცია სჭირდება და სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება. ჯგუფი? „ატლეტიკო“ ურთულესი მეტოქეა, სიმეონეს წინააღმდეგ ყოველთვის ასეა. „ლევერკუზენიც“ სახიფათო მეტოქეა, განსაკუთრებით სტუმრად. „ლოკომოტივთან“ კი ხანგრძლივი მგზავრობა გველოდება, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ.

დიბალა? ვფიქრობ, სანამ სატრანსფერო ბაზარი ღიაა, ვმუშაობთ, როგორც ახალწვეულებზე, ისე წამსვლელებზე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იკარდი? ვიმეორებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *