ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ France Football-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარი წარმატების საიდუმლოებებზე ისაუბრა.
პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მთავარი ნიჭია, მაგრამ შრომის გარეშე მას აზრი არ აქვს.
„ჩემი მიზანია ახალგაზრდად დავრჩე, რაც უფრო ასაკოვანი გავხდები. ასე ვინარჩუნებ კონკურენტუნარიანობს. რამდენი ფეხბურთელია ჩემს ასაკში, რომლებიც თამაშობს იგივე დონეზე და ისეთ გუნდში როგორიც „იუვენტუსია“? 19-20 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ ფეხბურთელი ციფრების საკითხია: ტიტულები, გოლები და რეკორდები. 700 გოლი შთამბეჭდავი რიცხვია, რითაც კიდევ უფრო ვამაყობ ისაა, რომ ამ შედეგს ძალიან ცოტამ მიაღწია. ყველაზე ლამაზი? „იუვენტუსთან“ გატანილი მაკრატელა არის გოლი, რომლის გატანასაც წლების განმავლობაში ვცდილობდი.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია ნიჭი. მის გარეშე ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელია. ამის შმედეგ მოდის მუშაობა. შრომის გარეშე ნიჭს აზრი არ აქვს. ციდან არაფერი მოდის. ვერასდროს მოვიდოდი აქამდე ჩემი შრომის გარეშე.
ცხადია, საჭიროა პროფესიონალი ყოველდღე იყო, შენი ოჯახის და გუნდის პატივსაცემად, რომელსაც წარმოადგენ. მესისთან კონკურენცია? „რეალში“ ყოფნის დროს ამას უფრო ვგრძნობდი, ვიდრე „მანჩესტერში“, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით ეს ჯანსაღი მეტოქეობა იყო“, – თქვა რონალდუმ.
აქვე გეტყვით, რომ გავრცელებული ცნობით, France Football-ი კრიშტიანუს ტურინში ეწვია და ვარაუდობენ, რომ 2019 წლის “ოქროს ბურთს” პორტუგალიელი მოიგებს.