მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “ყველაფერი კარგადაა”

პიანიჩი: “ყველაფერი კარგადაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა ინსტაგრამის მეშვეობით ქომაგები დაამშვიდა და დაწერა, რომ ყველაფერი კარგადაა.

ბოსნიელმა „ლეჩესთან“ მატჩი ტრავმა მიიღო და თავდაპირველად იყო ეჭვები, რომ 1 თვე გაუცდებოდა. თუმცა, თავად ფეხბურთელის პოსტიდან გამომდინარე სერიოზული არაფერი უნდა იყოს.

მირალემს სავარაუდოდ, ოთხშაბათს, „ჯენოასთან“ მატჩის გამოტოვება მაინც მოუწევს და მოედანს დამდეგ უიქ-ენდზე „ტორინოსთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება.

„იუვენტუსის“ ვებგვერდს კი, ჯერჯერობით პიანიჩის დაზიანების შესახებ ოფიციალური ცნობა არ გაუვრცელებია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …