მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “კიელინი “იუვესთვის” რონალდუსთან ერთად მთავარი ფიგურაა”

ბუფონი: “კიელინი “იუვესთვის” რონალდუსთან ერთად მთავარი ფიგურაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა. 41 წლის მეკარე იტალიის ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებს, „იუვეს“ მადლობას უხდის, რომ კარიერაში ყველაფერი მისცა.

„ფრე ლეჩეში? ფეხბურთში სამი შედეგი არსებობს და ზოგჯერ კარგია ფრესთან შეგუება პოლემიკის გარეშე. ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ ცხადია, რომ ყველა ჩვენგანი გამარჯვებას შეეჩვია.

პსჟ? არ შემეძლო ეს წინადადება არ მიმეღო, როგორც სპორტული, ისე ეკონომიკური ვითარებით. შემდეგ კი, „იუვესგან“ მივიღე წინადადება, რომელზეც ორჯერ არ მიფიქრია. მომავალში მენეჯრის როლი? არა, ახლა არ ვფიქრობ, რადგან თავს ისევ მნიშვნელოვან მოთამაშედ ვთვლი და ჩემი მომავალი ჯერ არ განმიხილავს. როდესაც გავაცნობიერებ, რომ კონკურენტუნარიანი აღარ ვარ, მივალ ხელმძღვანელობასთან და ვეტყვი, რომ დასრულდა.

რაც „იუვემ“ მომცა ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა და ყოველთვის მადლობელი ვიქნები ამ კლუბის. 40 წლის ასაკში პსჟ-ში თამაშის შესაძლებლობა რომ მქონდა, ესეც „იუვეს“ დამსახურებაა.

„ინტერი“? მიმდინარე სეზონში მთავარი მეტოქეა, თუმცა შეიძლება რამდენიმე ქულა დაკარგონ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ. ვიცნობ კონტეს და ვიცი, რომ სპორტული სასწაულების გაკეთება შეუძლია.

კიელინი? მის ტრავმაზე უარესი მხოლოდ რონალდუს დაკარგვა იქნებოდა. თუმცა, ეს დაეხმარა დე ლიხტს, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილიყო. ამ პერიოდში მის თავს ღრუბლებია, მაგრამ ეს გაივლის.

„სარისიმო“? ვფიქრობ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვნახავთ ნამდვილ „იუვეს“. ამ მომენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია, მაგალითად დუგლას კოშტა და რემზი, რომლებიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

იტალიის ნაკრებში დაბრუნება? მჯერა, რომ ჩემს ჰიპოთეკურ ყოფნას ნაკრებში არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ახალგაზრდა პროექტია, რომელიც ნაყოფიერია“, – თქვა ბუფონმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …