ტურინის „იუვენტუსი“ და ცნობილი გამაგრილებელი სასმელების ბრენდი „კოკა-კოლა“ პარტნიორები გახდნენ. ამის შესახებ „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ კომპანიას ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება და ფეხბურთს ზუსტად შეესაბამება. „კოკა კოლა“ ტურინელთა ოფიციალური პარტნიორი იქნება იტალიის ტერიოტორიაზე.
„კოკა-კოლას მსგავსი ბრენდი იდეალურად ჯდება კლუბის განვითარების სტრატეგიაში. ეს თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება იტალიის ბაზრის გაღრმავებაზე, რაც ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უახლოეს მომავალში ამბიცია მუდმივად გაიზრდება“, – თქვა ჯორჯო რიჩიმ.
„კოკა-კოლა ყოველთვის ახლოს იყო ფეხბურთის სამყაროსთან და ყველას იწვევს, რომ გაატარონ ბედნიერი ომენტები თავიანთი საყვარელ გუნდთან ერთად. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ სპორტის ისეთ ბრედნთან ვითანამშრომლებთ, როგორიც „იუვენტუსია“, – თქვა „კოკა-კოლას“ იტალიის გენერალურმა დირექტორმა ალექს ძილიარამ.
აქვე გეტყვით, რომ „კოკა-კოლა“ 1974 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატის, ხოლო 1988 წლიდან ევროპის ჩემპიონატის ოიციალური სპონსორია.