ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა და იტალიის სუპერთასი მოიგო.
„ბიანკონერი“ სუპერთასისთვის ფლორენციის „ფიორენტინას“ ჩეზენაში, „დინო მანუციზე“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად იმარჯვა – 2:0.
ანგარიში მე-12 წუთზე ტურინელთა ლიდერმა კრისტიანა ჯირელიმ გახსნა და „იუვე“ დაწინაურდა. მატჩის მიწურულს კი, ანდრეა სტასკოვამ სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ჯირელი, 2:0 სტასკოვა