ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ მატიას დე ლიხტის შესახებ Sky Sport-თან ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, ჰოლანდიელს პრობლემები არ აქვს, პირიქით – იზრდება.
„ჩვენ, ვინც აქ დიდი ხანია ვიმყოფებით და გამოცდილებაც გვაქვს, სიმშვიდის მოპოვებაში ვეხმარებით ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში ახალი მოსულები არიან. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ დე ლიხტს რთული პერიოდი და პრობლემები აქვს.
ვხედავ, რომ იზრდება, ის ძლიერი ფეხბურთელია და მის გვერდით თამაშის დროს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს, როდესაც მოედანზე იქნება და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება“, – თქვა ალექს სანდრომ.