კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით, მისთვის ინდივიდუალურ ჯილდოებზე მნიშვნელოვანი „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრებების გამარჯვებებია. ამისთვის კი, დიდი შრომაა საჭირო და ამას აკეთებს კიდეც.
აღსანიშნავია, რომ რონალდუ პორტუგალიის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა და ეს კომენტარიც სწორედ პრიზის მიღების შემდეგ გააკეთა:
„ინდივიდუალური ჯილდოებით შეპყრობილი არ ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. არ ვფიქრობ რეკორდების დამყარებაზე, მაგრამ განსაკუთრებით ვმუშაობ გუნდის დახმარებაზე, რომ საუკეთესო იყოს.
ყველა გუნდი ტექნიკური, ტაქტიკური და ფიზიკური თვალსაზრისით გაუმჯობესდა, შესაბამისად გამარჯვება რთულია. უმაღლეს დონეზე დასარჩენად საჭიროა მძიმე შრომა გავაგრძელოთ. გამარჯვებით ბედნიერი ვარ, მაგრამ თუ ასე არ ხდება, არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს.
პორტუგალიის ნაკრები? – 2019 წელს დავუბრუნდები“, – განაცხადა რონალდუმ.