ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემსი „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.
რემსი „იუვესთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში ანაზღაურების სახით 6.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება. კერძოდ, თუ სეზონში უელსელი მატჩების 70%-ს ჩაატარებს, მისი გასამრჯელო 8 მილიონ ევროს გაუტოლდება.
შეგახსენებთ, რომ რემსის „არსენალთან“ კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.