მთავარი / სიახლეები / “იუვემ” ტონალის შეძენის გეგმა შეიმუშავა

“იუვემ” ტონალის შეძენის გეგმა შეიმუშავა

ტურინის „იუვეტუსი“ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა მთავარი სამიზნე „ბრეშას“ ნიჭიერი ნახევარმცველი სანდრო ტონალია. Calciomercato-ს ცნობით, ფაბიო პარატიჩიმ უკვე შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც 18 წლის ფეხბურთელს გადაიბირებს.

როგორც ცნობილი ხდება, „იუვეს“ მიზანია ტონალი იანვარში გაიფორმოს, მაგრამ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ფეხბურთელი იჯარით ლომბარდიაში დატოვოს. თუ „ბრეშა“ სერია A-ს საგზურს მოიპოვებს, საიჯარო ხელშეკრულება ერთი წლით გაიზრდება და სანდრო 2020 წლის ბოლომდე დარჩება ამჟამინდელ გუნდში.

შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. ტონალი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა და ანდრეა პირლოს ადარებენ.

მიმდინარე სეზონში სერია B-ს ბინადარ „ბრეშას“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და რობერტო მანჩინის იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც ჰყავდა გამოძახებული.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …