ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „სამპდორიასთან“ შესანიშნავი გოლი გაიტანა და თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მთავარი არა გოლი, არამედ 3 ქულა იყო.
„ძალიან რთული თამაში იყო. „სამპდორიამ“ კარგად ითამაშა, თუმცა ჩვენ კარგი მიდგომა და სწორი მენტალიტეტი გვქონდა. გოლი ლამაზი იყო, მაგრამ უფრო მეტად კმაყოფილი ვარ იმით, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე, სამი ქულის მოპოვებაში.
ერთი თვის განმავლობაში მუხლის ტრავმა მაწუხებდა, თუმცა ახლა კარგად ვარ და მინდა დავეხმარო გუნდს ტიტულების მოპოვებაში.
ახლა სუპერთასზე უნდა ვიფიქროთ. „ლაციოს“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენს თავში დარწმუნებულნი ვართ“, – აღნიშნა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო და 2019 წელს ბოლო მატჩს 22 დეკემბერს, იტალიის სუპერთასზე ლაციოსთან“ გამართავს.