მთავარი / სიახლეები / სერია A / ბუფონი: “რეკორდების გამო არ ვთამაშობ!”
ბუფონი: “რეკორდების გამო არ ვთამაშობ!”

ბუფონი: “რეკორდების გამო არ ვთამაშობ!”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ რეკორდი მთავარი არაა.

ჯიჯის განცხადებით, ის რეკორდების გამო არ აგრძელებს თამაშს, უბრალოდ ეს საქმე სიამოვნებას ძველებურად ანიჭებს.

„რეკორდი? მიზეზი რის გამოც მე თამაშს ვაგრძელებ, არა რეკორდი, არამედ ჩემს თანაგუნდელებთან, გულშემატკივრებთან ერთად ემოციის ისევ განცდაა, რომლის გამოც ცხოვრება ღირს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ და ცდილობთ წლის დასრულებას ცხრილის ზედა ნაწილში.

ყველაზე მეტად პირადად ჩემთვის რაც მაინტერესებს, ისაა, რომ რაც შეიძლება მეტ მატჩში დავეხმარო გუნდს. ეს არის ის, რაც მაფიქრებინებს, რომ შემიძლია დავეხმარო თანაგუნდელებს.

648-ე თამაში? თუ ეს მე უნდა ვითამაშო, ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება ისევ ლიდერის რანგში“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო და 2019 წელს ბოლო მატჩს 22 დეკემბერს, იტალიის სუპერთასზე ლაციოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …