მთავარი / სიახლეები / სერია A / მაურიციო სარის კომენტარი “სამპდორიასთან” მატჩის შემდეგ

მაურიციო სარის კომენტარი “სამპდორიასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სამპდორიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდმა კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, მეორე ნაკლებად, მაგრამ მთავარია მოიგო.

„ორივე გოლი ლამაზი იყო, რონალდუ ჰაერში დაუსრულებლად შეჩერდა… პირველი ტაიმი ვფიქრობ ძალიან კარგი იყო, დაახლოებით იგივე დონის, როგორც „უდინეზესთან“. მეორე ნახევარში ცოტა დაბნეულები ვიყავით, მაგრამ რისკზე ნაკლებად მივდიოდით.

რა თქმა უნდა, 2:1-ის დროს ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც მოხდეს, ვნახეთ, რომ გუნდმა მოიგო.

შემტევი სამეული? ეს დამოკიდებულია გუნდის ფიზიკურ კონდიციაზე და თუ თავდასხმაში ყველა ჯანმრთელი იქნება როგორც ახლა. გარდა ამისა, მეტოქესაც გააჩნია.

რაბიო? ვითარდება, როგორც მოედანზე, ასევე თანაგუნდელებთან ადაპტაციის კუთხით. დემირალი? მას ახლა დიდი ენერგია აქვს და ამ მომენტში მისი გამოყენება უნდა მოხდეს. ამიტომაც, თამაშობს“, – განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო და 2019 წელს ბოლო მატჩს 22 დეკემბერს, იტალიის სუპერთასზე ლაციოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …