სამპდორიას მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ, იუვენტუსთან განცდილი მარცხის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ წაგების მიუხედავად მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.
”ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭების თამაშით. როდესაც თქვენს მეტოქეს გააქვს ორი ულამაზესი გოლი, შეგიძლიათ მხოლოდ ხელი ჩამოართვათ და თქვათ, რომ ეს კარგი იყო. ასეთი გოლები ქმნიან ბილეთის ღირებულებას“. – განაცხადა რანიერიმ.
კლაუდიო რანიერიმ რონალუს გატანილ გოლზეც გააკეთეა კომენტაერი. პორტუგალიელი ფეხბურთელი 71 სმ-ზე ახტა ხოლო როდესაც ბურთს შეეხო 2.56 მეტრზე იმყოფებოდა.
“ის NBA-ს მოთამაშეს ჰგავდა! საათნახევრის განმავლობაში ჰაერში იმყოფებოდა(იცინის). ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ქედის მოხრა შემიძლია მის წინაშე. განაცხადა კლაუდიო რაინიერიმ.