მაურიციო სარიმ სერია A-ს ეგიდით საიუბილეო, მეასე თამაში მოიგო. ეს „სამპდორიასთან“ გამარჯვების შემდეგ მოხდა.
როგორც ირკვევა, 1994-1995 წლების შემდეგ დათვლილი სტატისტიკით სარიმ სერია A-ში ყველაზე ხანმოკლე დროში მოახერხა 100 მატჩის მოგება და ამისთვის მხოლოდ 169 თამაში დასჭირდა.
ხუთეული ასეთია:
მაურიციო სარი – 169 თამაში, 100 მოგება
კარლო ანჩელოტი – 185 თამაში, 100 მოგება
რობერტო მანჩინი – 197 თამაში, 100 მოგება
მასიმილიანო ალეგრი – 203 თამაში, 100 მოგება
ალბერტო ძაკერონი – 220 თამაში, 100 მოგება
100 – Maurizio #Sarri ha vinto stasera la 100a partita in Serie A nella sua panchina n° 169: tra gli allenatori che hanno fatto il loro esordio nel massimo campionato dal 1994/95 in avanti, nessuno è riuscito a raggiungere questo traguardo prima di lui. Conquistatore. #SampJuve pic.twitter.com/vD11NnVaX6
— OptaPaolo (@OptaPaolo) December 18, 2019