ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-17 ტურში გენუის „სამპდორია“ პაულო დიბალასა და კრიშტიანუ რონალდუს შესანიშნავი გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
ბუფონი 6 – კაპრარის გოლში დამნაშაე ნაკლებად იყო. დანარჩენი ყველაფერი რუტინული იყო, რადგან პაოლო მალდინის რეკორს მიაღწია და სერია A-ში 647 თამაში აქვს ჩატარებული.
დანილო 6 – უფრო მეტად მარჯვენა მცველი, ვიდრე ხუან კუადრადო. შემტევ ტრიოში სარის ის უფრო სჭირდება, ვიდრე კოლუმბიელი.
დემირალი 5.5 – დომინანტი ფიზიკური თვალსაზრისით, მაგრამ ხშირად დაბნეული. მესამედ ითამაშა ზედიზედ ძირითადში, ამჯერად ნაკლებად დამაჯერებელი იყო.
ბონუჩი 6 – დემირალის დასახმარებლად ისევ დაცვის ცენტრის მარცხენა მხარეს ითამაშა. ჩვეულებრივი თამაში.
ალექს სანდრო 6.5 – დიბალას და რონალდუს საგოლე პასები გაუკეთა. შუაში კაპრარის გოლის დროს უხეშად შეცდა.
დე შილიო შ.გ – იტალიელმა ბოლო 8 წუთი ითამაშა.
რაბიო 5.5 – თამაშის გულში ბოლომდე არასდროს შესულა.
პიანიჩი 6 – დაუბრუნდა თავის ადგილს, ბურთის გარეშე თამაში ფუნდამენტურია.
მატუიდი 6 – ყველას კუდში დასდევდა. საოცრი საგოლე შანსიც გაანიავა, თუმცა დღეს „იუვესთვის“ მეტისმეტად მნიშვნელოვანი ფიგურაა.
დიბალა 7 – როდესაც აჩქარებას აკეთებდა, ყოველთვის რაღაც ხდებოდა. მისი გოლი ტექნიკის შედევრი იყო.
დუგლას კოშტა შ.გ – ბრაზილიელმა მოედანზე მცირე დრო გაატარა.
იგუაინი 6 – შემტევ სამეულში ყველაზე ნაკლებად აქტიურობდა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მისი ღვაწლი არ უნდა დავივიწყოთ.
რემზი 6 – 20 წუთი ჰქონდა, რომ საუკეთესო ფორმას მიუახლოვდეს.
რონალდუ 7.5 – 2019 წელს საოცარი ფორმით ხურავს. მეორე გოლი უბრალოდ საოცრება იყო. ის დაბრუნდა.