ვოიცეხ შჩესნი ტრავმირებულია და შობის წინ ჯანლუიჯი ბუფონს ზედიზედ სამი მატჩის ჩატარება მოუწია. ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, ორჯერ სერია A-ში. ამან ჯიჯი ხუმრობის ხასიათზე დააყენა.
„მე უკვე ვუთხარი შჩესნის, რომ ჩემი შობა გაანადგურა. ვფიქრობდი, რომ საშობა საჩუქრებზე კონცენტრირება შემეძლო, მაგრამ უცებ ტანკში მომიწა შესვლა. მჯერა, რომ ხვალიდან შჩესნი ვარჯიშს დაუბრუნდება და ხელმისაწვდომი იქნება“, – იხუმრა ბუფომა.
შეგახსენებთ, რომ ჯიჯიმ პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა და სერია A-ში 647-ე თამაში ჩაატარა.