მთავარი / სიახლეები / სერია A / რონალდუ: “კრიშტიანუ დაბრუნდა!”

რონალდუ: “კრიშტიანუ დაბრუნდა!”

კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა და დუბლი შეასრულა. „სპეციასთან“ მატჩის გმირმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის დაბრუნდა.

“18-19 დღე გავიარე, რომელშიც ვერ ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარს, ვერ ვთამაშობდი ფეხბურთს. არასდროს მქონია სიმპტომები, კარგად ვიყავი და ახლა კარგად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით მზად არ ვარ. კრიშტიანუ დაბრუნდა, მთავარი ეს არის.

სერია A კონკურენტუნარიანი ლიგაა. „მილანი“ შესანიშნავად თამაშობს, ისევე როგორც „ლაციო“, „ნაპოლი“ და სხვები. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და განვითარება“, – თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ დუბლი შეასრულა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …