მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “ხალხი ჩემს შეცდომებს დატენილი იარაღით ელოდება”

რონალდუ: “ხალხი ჩემს შეცდომებს დატენილი იარაღით ელოდება”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ზეწოლაზე საუბრობს, რომელსაც გულშემატკივრებისგან უკვე წლებია გრძნობს. პორტუგალიელის განცხადებით, ხალხი მის შეცდომებს ელოდება.

„ხალხი დატენილი თოფით ჩემს შეცდომებს ელოდება, პენალტსს გავაცუდებ ან გადამწყვეტ თამაშს ჩავაგდებ. ამბობენ, მისი დრო წავიდა, კარიერას დაასრულებს, 33, 34, 35 წლისაა, კარიერას დაასრულებს… არ ვფიქრობ, რომ რობოტი ვარ, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია, რომლისთვისაც მზად უნდა იყო და უკვე წლებია მზად ვარ. როდესაც მადრიდში გადავედი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვიყავი. „მანჩესტერში“ 23 წლის ასაკში „ოქროს ბურთი“ მოვიგე და ამბობდნენ, რომ ეს მაქსიმუმი, პიკი იქნებოდა“, – თქვა რონალდუმ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …