მთავარი / სიახლეები / “იუვეს” წინადადება “ფიორენტინას” – 50 მილიონი და ორსოლინი

“იუვეს” წინადადება “ფიორენტინას” – 50 მილიონი და ორსოლინი

ფლორენციის „ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიელ ფეხბურთელს „იუვეს“ გარდა მიუნხენის „ბაიერნიც“ იწვევს, მაგრამ თავად ფედერიკოს იტალიის დატოვება არ უნდა და ამიტომ, დიდი შანსია, რომ ტურინში გადავა.

„ფიორენტინა“ კიეზას სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ „ბებერი სინიორა“ „იებს“ 50 მილიონ ევროს სთავაზობს, რასაც თან რიკარდო ორსოლინის დაურთავს, რომელიც „იუვეს“ საკუთრებაა, მაგრამ იჯარით „ბოლონიაში“ თამაშობს და ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია. აღსანიშნავია, რომ კიეზა და ორსოლინი ერთი ამპლუის ფეხბურთელები არიან.

მზადაა პირადი კონტრაქტიც – 21 წლის კიეზას ხელფასი „იუვეში“ 5 მილიონი ევრო იქნება და დიდი შანსია, რომ ფედერიკო ბერნარდესკის შემდეგ იგივე გზა („ფიორენტინადან“ „იუვეში“) მეორე ფედერიკომაც გაიაროს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …