ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯისთვის კონსულტაციას აძლევს. პირლოს განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ისკოს დარი მოთაშეა საჭირო.
„ბარელა? ჩემი აზრით, ისკოა საჭირო. ჩვენ სხვა დონეზე ვართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ. ალეგრის გუნდს გაუმჯობესება სჭირდება და თავად ამაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. ვფიქრობ, მთავარი რგოლი ნახევარდაცვაა, რომელსაც გაძლიერება სჭირდება. რონალდუ იყიდეს, მაგრამ მან არ იცის, როგორ მივა ბურთი მასთან. ნახევარმცველები საჭიროა ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლისთვის“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონისთვის „იუვენტუსმა“ ერთი ნახევარმცველი უკვე იყიდა – აარონ რემზი.